ანგარიში: რუსეთი ჩინეთთან ანგარიშსწორებისთვის სტაბილკოინის გამოყენებას გეგმავს

0
821

რუსეთი მიზნად ისახავს გამოიყენოს CBDC-ი ჩინეთთან საერთაშორისო ანგარიშსწორებისთვის.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარების (CBDC) საპილოტე ფაზაში იმყოფება. ახალი ანგარიშები მიუთითებს, რომ ქვეყანას შეუძლია გამოიყენოს თავისი ეროვნული ციფრული ვალუტა საერთაშორისო ვაჭრობის დასარეგულირებლად.

Reuters-ში გამოქვეყნებული მოხსენების თანახმად, რუსეთი მომავალი წლისთვის გეგმავს ციფრული რუბლის გამოყენებას ჩინეთთან ორმხრივი ანგარიშსწორებისთვის. ამჟამად ციფრული რუბლის ტესტირება მიმდინარეობს ბანკებთან ანგარიშსწორებისთვის და სავარაუდოდ დასრულდება მომავალი წლის დასაწყისში.

შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციების სიას სექტემბრის მესამე კვირაში დაამატა 22 ფიზიკური პირი და ორი რუსეთში დაფუძნებული სუბიექტი.

უკრაინაში შეჭრისა და იქ წარმოებული ომის ფონზე, ამავდროულად, დასავლეთის მხრიდან რუსეთის წინააღმდეგ მზარდი სანქციების გამო, ქვეყანა აქტიურად ეძებს ალტერნატიულ ფინანსურ მარშრუტებსა და სავაჭრო გადაწყვეტილებებს.

ანატოლი აქსაკოვმა, რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის საფინანსო კომიტეტის ხელმძღვანელმა, აღიარა, რომ უკრაინაში წარმოებულმა ომმა შეზღუდა რუსეთის ხელმისაწვდომობა საერთაშორისო სავაჭრო ბაზარზე.

სწორედ ამიტომ ისინი აქტიურად მუშაობდნენ გადახდის ალტერნატიულ რეჟიმებსა და ვაჭრობის ანგარიშსწორებაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი