დიდ ბრიტანეთში კრიპტოვალუტით ინტელექტუალური საკუთრება არალეგალურად გაყიდეს

0
1469

ლონდონის პოლიციამ 19 წლის მოქალაქე დააპატიმრა, რომელიც ეჭვმიტანილია ინტელექტუალური საკუთრების, უფრო კონკრეტულად მუსიკის მითვისებასა და კრიპტოვალუტით გაყიდვაში.

ამის შესახებ კანადის მედია საშუალება The Vancouver Sun-ი იტყობინება.

ამ თემაზე კომენტარის გაკეთებისას, ლონდონის პოლიციის ინტელექტუალური საკუთრების დანაშაულის წინააღმდებ ბრძოლის განყოფილების დეტექტივმა სასამართლოს განუცხადა: “დღევანდელი მოქმედება მნიშვნელოვანია ჩვენი გამოძიებისთვის, რადგან საკითხი ეხება მითვისებული ინტელექტუალური საკუთრების გაყიდვას. არალეგალურ საქმიანობაში კი კრიპტოვალუტა იყო გამოყენებული”.

უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ბრიტანეთი კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტის ინდუსტრიაზე მთავრობის მხრიდან მეთვალყურეობა არ მიმდინარეობს.

დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით რამდენიმე მითითება გამოსცა. ასევე დაიწყო კონსულტაციები, რომელთა შედეგიც გამართული მარეგულირებელი სტრუქტურის ჩამოყალიბებაა.

უმეტესწილად, დიდი ბრიტანეთის მთავრობა, ინგლისის ბანკი და სხვა ინსტიტუტები ციფრულ ვალუტაზე მკაცრი ნორმების დაწესებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი