კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1689

წინა კვირა ციფრული ვალუტებისთვის კარგად დაიწყო. თუმცა პარასკევიდან მოყოლებული კრიპტოვალუტების ფასის შემცირება შეინიშნებობდა.

ბიტკოინი

ანალიტიკოსების პროგნოზით, თუკი ბიტკოინმა ფასის ვარდნა არ შეწყვიტა შესაძლოა, რომ კურსი 3.236 დოლარამდე შემცირდეს. მიუხედავად ამისა, ბიტკოინს ფასის დაცემის გარდა, აქვს კურსის ზრდის პოტენციალი.

თუკი ბიტკოინის ფასი გაიზარდა მაშინ ის 4.000 ნიშნულს აუცილებლად ასცდება. ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასის მატებას 4.255 დოლარზე დაელოდონ.

ფასების კორექციას კი ანალიტიკოსები რამდენიმე დღეში ელოდებიან.

რიპლი

ბოლო დღეების განმავლობაში რიპლის კურსიც შემცირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ფასი შესაძლოა, 0.28 დოლარის დონემდეც კი დაეცეს.

ანალიტიკოსები რიპლის შესახებ ოპტიმისტურ პროგნოზებს ვერ აკეთებენ. ისინი ტრეიდერებს ვაჭრობას მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ.

ეთერიუმი

ბოლო სამი დღის მანძილზე ეთერიუმის კურსი 150 დოლარის ნიშნულზე ქვემოთ აღმოჩნდა. თუკი ეთერიუმმა კლების ტენდენცია განაგრძო მოსალოდნელი დონეებია: 116 დოლარი, შემდეგ 100 და ბოლოს 83 დოლარიც კი.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მანამდე არ ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას, სანამ ეთერიუმის ფასი 167 დოლარის ნიშნულს არ მიუახლოვდება.

ბიტკოინ Cash-ი

ფასების კლების კუთხით გამონაკლისი არც ბიტკოინ Cash-ი აღმოჩნდა. ბოლოს კრიპტოვალუტის კურსი 134-სა 125 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

თუკი ალტკოინი 100 დოლარის ზღვარს დაარღვევს მოსალოდნელია, რომ ფასი 73 დოლარამდე შემცირდეს.

მსგავსად რიპლისა, ანალიტიკოსები ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობას ფასის მომატებამდე არ რეკომენდირებენ.

ლაიტკოინი

ამ ეტაპზე ლაიტკოინის ფასი 30 დოლარის ფარგლებში მერყეობს. იმ შემთხვევაში, თუ ალტკოინის ფასი დაიკლებს მოსალოდნელი დონე ჯერ 29 დოლარია, შემდეგ კი 23.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ვაჭრობა 27.5 დოლარზე შეწყვიტონ.

ლაიტკოინს აქვს ფასის ზრდის პოტენციალიც. თუკი ალტკოინის კურსი გაიზრდება მოსალოდნელი დონე ჯერ 36 დოლარი, შემდეგ კი 47 დოლარი იქნება.

ექსპერტები მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში რეკომენდირებენ ვაჭრობის დაწყებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი