ჰონგ-კონგის მედია სივრცეში Blockchain ტექნოლოგია ვითარდება

0
2335

Global Media Blockchain Alliance-ი ჰონგ-კონგში ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის შექმნისთვის Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

2018 წლის Global Media Blockchain სამიტზე, რომლის 19 ივლისს ჰონგ-კონგში ჩატარდა ხაზგასმით აღინიშნა მედიის უნიკალური როლი, რომელმაც საზოგადოებისთვის უნდა უზრუნველყოს მაღალი ხარისხის ინფორმაციის მიწოდება Blockchain ინდუსტრიის შესახებ.

Global Media Blockchain Alliance-ი 100-ზე მეტ მედია საშუალებას აერთიანებს. როგორც ცნობილი გახდა, ალიანსი ე.წ. ახალი მედიის სიტემაში Blockchain-ის აქტიურად დანერგვას გეგმავს.

“Blockchain ტექნოლოგია ახალ სოციალურ ცვლილებებს მოიტანს”,-ამბობს Global Media Blockchain Alliance-ის გენერალური მდივანი დინგ ლაიბინი.

მედია საშუალება People’s Daily იტყობინება, რომ მედიამ სრულად უნდა ითამაშოს თავისი როლი Blockchain ინდუსტრიის განვითარებასა და გრძელვადიან წარმატებაში.

ამასთანავე, ჰონგ-კონგი აგრძელებს ნაბიჯების გადადგმას იმისთვის, რომ Blockchain ინდუსტრიაში გლობალური მასშტაბით ლიდერის პოზიცია მოიპოვოს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი