ეთერიუმის ფასი კვლავ 300 დოლარის ფარგლებში განაგრძობს მოძრაობას

0
1856

შაბათს, 22 ივნისს ბიტკოინის გარდა, ეთერიუმმაც სასიამოვნოდ გააოცა მომხმარებელი. კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი 260-დან 270 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შაბათს კი ფასი მოულოდნელად გაიზარდა და 300 დოლარზე დაფიქსირდა. 22 ივნისს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 309 დოლარზე დაიხურა. მომდევნო დღეს კი დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი დონე 318 დოლარზე დაფიქსირდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 24 ივნისსაც კრიპტოვალუტა 307 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

ბოლო რამდენიმე დღის მონაცემით შეიძლება ითქვას, რომ ეთერიუმის კურსი სტაბილურობას ინარჩუნებს. ფასი 300 დოლარის ზემოთ მოძრაობს. თუმცა ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის დწყებას მაშინ ურჩევენ, როდესაც ფასი 322 დოლარის ფარგლებში იმოძრავებს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 და 23 ივნისს ეთერიუმის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 32 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

24 ივნისის საღამოს კი კაპიტალიზაციის მაჩვენებელი უცვლელი იყო და ის კვლავ 32 მილიარდი დოლარის ფარგლებში მოძრაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი