ციფრული ვალუტის ბაზარი შემცირებულია

0
1564

ხუთშაბათს, 15 ივლისს ციფრული ვალუტების ბაზარი ოდნავ შემცირდა.

ბიტკოინის ფასი დღის განმავლობაში 3.19%-ით დაეცა. კრიპტოვალუტის კურსმა კი 31.710 დოლარის ფარგლებში დაიწყო მერყეობა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის ყველაზე მაღალი ფასის ნიშნული 34.592 დოლარზე დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი დონე კი – 33.116 დოლარზე.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო 24 საათის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 4.08%-ით შემცირდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 1.890 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის კურსი ძალიან ახლოს არის კვირის ყველაზე დაბალ, 1.869 დოლარის ნიშნულთან. თუკი ალტკოინის ფასი შემცირდა მომდევნო დონე 1.870 დოლარი იქნება.

აქვე აღსანიშნავია ალტკოინის ბოლო 7 დღის განმავლობაში დაფიქსირებული კურსის ყველაზე მაღალი დონე, რომელიც 2.324 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 ივლისს, დღის მეორე ნახევარში კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით ტრილიონ 301 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი