ყაზახეთის მარეგულირებელმა კრიპტო საკონსულტაციო დოკუმენტი გამოსცა

0
850

ყაზახეთმა, მსოფლიოში ბიტკოინის მაინინგის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მაწარმოებელმა, გამოსცა საკონსულტაციო დოკუმენტი, რათა შეეფასებინა საზოგადოების ინტერესი შემოთავაზებული ცვლილებების მიმართ კრიპტოვალუტით ვაჭრობის სისტემის გასაუმჯობესებლად.

დოკუმენტი ჩამოაყალიბა ყაზახეთის მარეგულირებელმა, ასტანას ფინანსური მომსახურების ორგანომ (AFSA).

AFSA-მ აღნიშნა, რომ ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრის ციფრული ვალუტებით ვაჭრობის მექანიზმის (DATF) მარეგულირებელი სისტემა 2018 წლით თარიღდება და რომ ცვლილებები, გარკვეული გაუმჯობესებების დანერგვას ისახავს მიზნად.

AFSA-ს ანალიზმა ხაზი გაუსვა კრიპტოვალუტის ბირჟებზე მიმდინარე ზედამხედველობის პრობლემებს და გამოავლინა არსებული წინააღმდეგობები.

ანალიზის მიხედვით რეკომენდირებულია რისკის შემცირების ღონისძიებების შემოღება. საქმე შეეხება უკანონო საქმიანობას, კლიენტების სახსრების შენახვას და ანგარიშსწორებას.

რაც შეეხება DATF სისტემის რესტრუქტურიზაციას, ნაშრომში რეკომენდებულია სამი ვარიანტი – არსებული სისტემის შენარჩუნება, დამოუკიდებელი DATF სისტემის შემუშავება და კრიპტოვალუტის ბირჟების მრავალმხრივ სავაჭრო ობიექტად განხილვა.

AFSA მიიჩნევს, რომ აღნიშნული კრიპტოპოლიტიკის რეკომენდაცია რამდენიმე ასპექტში გააუმჯობესებს მუშაობას და ზოგადად ინდუსტრიასთან დაკავშირებულ რისკებს შეამცირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი