სამხრეთ კორეის საბაჟო სამსახური Blockchain-ზე დაფუძნებულ პლატფორმას განავითარებს

0
2237

სამხრეთ კორეის საბაჟო სამსახურმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს კორეის ოპერატორ Malltail-თან, რათა მოახდინოს ელექტრონული კომერციის ინდუსტრიისთვის Blockchain-ზე დაფუძნებული საბაჟო პლატფორმის განვითარება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Malltail-ს ერთი მილიონი მომხმარებელი ჰყავს.

კომპანია იმედოვნებს, რომ ტექნოლოგიების სრულყოფილად განხორციელების შემთხვევაში, საქონლის საბაჟო დამუშავების პროცესი გამარტივდება მონაცემთა გაზიარებისა და საბაჟო დეკლარაციების ავტომატური წარმოების მეშვეობით. ეს კი, უფრო გამჭვირვალე და ეფექტიან საბაჟო მომსახურეობაზე აისახება.

ამ თვის დასაწყისში, გლობალური საბაჟო საბროკერო გადაზიდვის გიგანტ UPS-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კრის რუბიომ Blockchain-ის სასარგებლოდ კონგრესის მოსმენაზე ისაუბრა.

რუბიომ კონგრესს კონკრეტული წინადადება შესთავაზა გლობალურ Blockchain-ზე დაფუძნებული სატრანსპორტო მიმოსვლის შესახებ, რომელიც ყველა ზომის კორპორაციების მომსახურეობას ითვალისწინებს.

მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წინადადების განხორციელებით საერთაშორისო გადაზიდვების სერვისში Blockchain-ის მეშვეობოთ უსაფრთხოება და გამჭვირვალობა უზრუნველყოფილი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი