აშშ-ს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ახალი წესები მთავრობის უწყებებში დასაქმებულთათვის

0
1388

აშშ-ს მთავრობის ეთიკის ორგანომ მთავრობის სხვადასხვა უწყებაში მომუშავე პირებისთვის ციფრული ვალუტის ფლობასთან დაკავშირებით კონკრეტული სახელმძღვანელო პრინციპები გამოსცა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეთიკის ორგანო ვირტუალურ ვალუტას “რალურ” ვალუტან ან იურიდიული ძალის მქონე აქტივად არ განიხილავს. აღნიშნული წესები თანაბრად ვრცელდება, როგორც მონეტებზე, ტოკენებზე, ICO-სა და Blockchain-ზე დაფუძნებულ ნებისმიერ ციფრულ ვალუტაზე.

სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება აუცილებელი იყო, რადგან ვირტუალური ვალუტის მომხმარებელთა რაოდენობა და მასზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, რის შედეგადაც ვირტუალური ვალდებულებების მქონე თანამშრომლები სულ უფრო მეტად ეძებენ გარკვეულ სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებიც მათ ფინანსური ანგარიშგებს კანონიერ ჩარჩოში მოაქცევდა.

ზოგადად, საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან გამოაქვეყნონ თავიანთი საინვესტიციო აქტივების ჩანაწერები, კერძოდ, ფასიანი ქაღალდების სხვადასხვა ფორმა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის შეძენა-გაყიდვის ან ტრანზაქციის განხორციელების დროს რაიმე გაურკვევლობა წარმოიშვება, რეკომენდირებულია, რომ დასაქმებულმა ეთიკის ორგანოს ხელმძღვანელობას აცნობოს ტრანზაქციების შესახებ. ეს წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც ტრანზაქცია დაწესებულ ზღვარს აღემატება.

ეთიკის ორგანო მიუთითებს, რომ ციფრული ვალუტა არის საინვესტიციო აქტივი და მან შეიძლება შექმნას გარკვეული ინტერესთა კონფლიქტი.

დოკუმენტის თანახმად, ეთიკის ორგანოს შეიძლება დასჭირდეს შემდგომი მითითებები, მას შემდეგ, რაც ციფრული ვალუტის ბუნება უკეთესად განისაზღვრება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი