სინგაპურის ელექტრონულმა სერვისის პროვაიდერმა CrimsonLogic-მა საზეიმოდ გახსნა Blockchain-ის ქსელის გლობალურ ვაჭრობაში გამოყენების ღონისძიება.
Dubbed the Open Trade Blockchain-ი არის პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს სავაჭრო დერეფნების ეფექტურობის გაზრდას ჩინეთსა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში.
სხვადასხვა ოპერატორები უკვე შეურთდნენ პლატფორმას, მათ შორის ჩინეთის ASEAN Information Harbor-ი, TIFFA Group-ი და სინგაპურის სასაქონლო დაცვის ცენტრი.
CrimsonLogic-ის შვილობილი კომპანია GeTS-ი, რომელიც პლატფორმას უხელმძღვანელებს აცხადებს, რომ Blockchain-ს შეუძლია დაეხმაროს და შექმნას უფრო მეტი ნდობა საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწე ტრეიდერებს შორის.
კომპანიამ იქვე აღნიშნა: “ვაჭრობის მოცულობა სამხრეთ აზიის ქვეყნებსა და ჩინეთს შორის ორი რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გარიგება იქნება და ჩვენ ამ ყველაფერს ხელს შევუწყობთ”.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის ეს ნაბიჯი სინგაპურისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან პერსპექტივას აჩენს ქვეყანაში Blockchain ტექნოლოგიის შემდგომი განვითარებისთვის. ამასთანავე, როგორც ცნობილია, CrimsonLogic-ის კომპანია ოფიციალურად მთავრობის დაქვემდებარებაშია.