მაიკ ნოვოგრაცი:კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის ადაპტირება 5-6 წელიწადში მოხდება

0
1972

Wall Street-ის ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ ნოვოგრაციმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის მასობრივი ადაპტირება 5-6 წელიწადში შესაძლოა, მოხდეს.

სამხრეთ კორეაში გამართულ კონფერენციაზე საუბრის დროს კრიპტოვალუტის საინვესტიციო ფირმა Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო ორიდან სამი წლის განმავლობაში მრავალი ინსტიტუტი მოხვდება Blockchain-ისა და კრიპტოვალუტის ინდუსტრიაში.

ამის საპასუხოდ მაიკ ნოვოგრაციმ იქვე აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიების მასობრივი მიღება 5-დან 6 წელში მოხდება.

“თქვენ ვერ იხილავთ მასობრივად ადაბტირებას, სანამ მომხმარებელი არ იგრძნობს რაიმე ახალს და ეს ხუთიდან ექვს წლამდე პერიოდში მოხდება”,-აღნიშნა მაიკ ნოვოგრაციმ.

ნოვოგრაციმ განმარტა, რომ ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენენ ინვესტორები, რომლებიც არაკეთილსინდისიერად იქცევიან და კრიპტოვალუტის ფინანსური სექტორის მიმართ ეჭვებს ბადებენ.

“იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებენ ინსტიტუციონალური ინვესტორები. რთულია უთხრათ თქვენს უფროსს, რომ მე მაქვს ფული იქ დაბანდებული, რაზეც თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ. ამიტომ თვქენ გჭირდებათ სანდო დამცველი, როგორიც არის იაპონიის ბანკი, HSBC-ი ან Goldman Sachs-ი”,- აღნიშნა მაიკ ნოვოგრაციმ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი