საფრანგეთის მარეგულირებელმა კრიპტო საკითხებთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა

0
1507

საფრანგეთის ფინანსურმა მარეგულირებლებმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ კრიპტო საკითხებთან დაკავშირებით საჩივრების რაოდენობა გაზრდილია.

2 ივლისს ქვეყნის მარეგულირებელმა გამოაქვეყნა “რისკის რუკა”. “რისკის რუკის” დანიშნულება არის, რომ გაანალიზოს ძირითადი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ქვეყნის ფინანსურ ბაზარზე.

უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლიდან 2018 წლამდე საფრანგეთის მარეგულირებელმა სხვადასხვა კრიპტო კომპანიას დარღვევების გამო 118 გაფრთხილება გამოუცხადა.

ამასთანავე, როგორც მარეგულირებელი აცხადებს, ხშირად ფიქსირდება თაღლითობასთან დაკავშირებული ოპერაციები. 2018 წელს ასეთი 2.600 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ რიცხვების ფონზე საინტერესოა, რომ ბოლო გამოკითხვის მიხედვით, საფრანგეთის მოსახლეობის 55%-ს სჯერა კრიპტოვალუტის გრძელვადიანი მომავლის.

2019 წლის მარტში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთის მარეგულირებელი ანონიმური კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვას განიხილავდა.

“კარგი იქნებოდა, თუკი სათანადო წინადადების შემოთავაზება მოხდება, რომელიც ანონიმურ ციფრულ ვალუტებს აკრძალავს. ეს არის შემთხვევა, როდესაც გარკვეული კრიპტოვალუტები მაგალითად, როგორიც არის Monero, PIVX, DeepOnion, Zcash-ი არის ანონიმური”,- განაცხადა ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნული ასამბლეის საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარემ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი