ალტკოინების კურსი კვლავ მერყევია

0
2001

ანალიტიკოსების თქმით, კარდანოს კურსი მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე უნდა გაუმჯობესდეს. გუშინ, კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 0.08460 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 0.084681 დოლარი იყო, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი ნიშნული 0.082388 დოლარზე დაფიქსირდა. კარდანოზე ვაჭრობა კი 0.082525 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი დაიკლებს მოსალოდნელია, რომ ფასი 0.071355 დოლარზე დაეცეს. თუკი ეს ნიშნულიც არ შენარჩუნდება მაშინ შესაძლებელია, რომ მონეროს ღირებულება 0.060105 დოლარამდე დავიდეს.

ხოლო, იმ შემთხვევაში თუ კურსი მოიმატებს მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ღირებულებამ 0.094256 დოლარამდე მიაღწიოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

გუშინ, მონერო 120 დოლარის ნიშნულს მიუახლოვდა. 2 ოქტომბერს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 114 დოლარზე დაიწყო. დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელ 119 დოლაზე დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი ნიშნული 112 დოლარი იყო. მონეროზე ვაჭრობა კი 116 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასმა დაიკლო მოსალოდნელია კურსის 96 დოლარამდე შემცირება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობის შეწყვეტას 100 დოლარაზე ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი