სამხრეთ კორეის ერთ-ერთმა ქალაქმა Blockchain კომპანიასთან მემორანდუმი გააფორმა

0
1530

სამხრეთ კორეის ქალაქ ბასანმა Blockchain კომპანია Hyundai Pay-სთან ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს.

განცხადების თანახმად, სამხრეთ კორეის მოსახლეობით მეორე ყველაზე დიდი ქალაქი Blockchain-ის განვითარებაზე მუშაობს. ბასანის მიზანია ასევე განვითარდეს კრიპტო ინდუსტრიაც.

ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს Hyundai Pay-ის მთავარი ოფისის ბასანში განთავსებას, რათა fintech ინფრასტრუქტურის შექმნა სრულად იყოს უზრუნველყოფილი.

“ჩვენ ვგეგმავთ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმებისა და სერვისების გააქტიურებას. სამომავლოდ კი ვისურვებდით ფინანსურ ინსტიტუტებთან Blockchain-ის დახმარებით უფრო მჭიდრო ინტეგრაციას”,- განაცხადა ქალაქის მმართველობითი ორგანოს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში სამხრეთ კორეამ Blockchain ცენტრის შექმნის შესახებ განაცხადა. ცენტრი მაქსიმალურად ფოკუსირებული უნდა ყოფილიყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

რამდენიმე დღის წინ კი სამხრეთ კორეის მთავრობამ Blockchain გუნდის წერილობითი შენიშვნები გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით მსჯელობა მიმდინარეობს ტექნოლოგიის ქალაქის ადმინისტრაციულ სამსახურებში ინტეგრაციის შესახებ.

პროექტის ფარგლებში, ჯგუფის წევრები შეამოწმებენ Blockchain-ის ადმინისტრაციული მომსახურების საპილოტო ვერსიას. ამის შემდეგ კი ყველანაირი სახის ინფორმაციას ჩაიწერენ, რომელსაც პროექტის განხორციელების დროს მიიღებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი