12 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1602

ოთხშაბათს, 12 თებერვალს ციფრული ვალუტის ბაზარი მცირედით, მაგრამ მაინც გაიზარდა.

ბიტკოინის ფასმა დახლოებით 0.5%-ით მოიმატა და კურსმა 3.658 დოლარის ნიშნულს მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასი ბოლო 7 დღის განმავლობაში თითქმის 6%-ით არის გაუმჯობესებული.

თუმცა ანალიტიკოსების თქმით ეს მაჩვენებლები ჯერ კიდევ არ ნიშნავს ციფრული ვალუტების კურსის ზრდის ტენდენციას.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი უკვე მეორე დღეა, რაც კაპიტალიზაციის სიდიდით მეორე ადგილს იკავებს. გუშინ ალტკოინის ფასი 122 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ეს კი მას შემდეგ, რაც დაახლოებით ერთი კვირის წინ ეთერიუმის ფასი 103 დოლარს შეადგენდა.

მიუხედავად ექსპერტების მოსაზრებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის გუშინდელმა ფასმა მნიშვნელოვანი ზრდის ტენდენცია აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 12 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 121.6 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი