ეთერიუმის ქსელი განახლდა

0
841

ფონდის მრავალი მენეჯერისა თქმით, Ethereum-ის ენერგო ინტენსიური მუშაობის მტკიცებულების სისტემის (PoW) დაშლის შემდეგ მოსალოდნელია, რომ ეთერიუმი ინსტიტუციონალურ სამყაროში შევა.

Ethereum-ი ოფიციალურად გადავიდა proof-of-stake (PoS) კონსენსუსის მექანიზმზე, რომელიც სავარაუდოდ ქსელის მიერ გამოყენებული ენერგიის მოხმარებას 99.95%-ით შეამცირებს.

აღნიშნულ ინფორმაციას Ethereum Foundation-ი ავრცელებს.

Ethereum-ის ქსელის განახლებამ, მისი ქსელიდან გამორიცხა ისეთი საჭიროებები როგორებიცაა, მაინერებზე დამოკიდებულება, პირველადი ენერგიით მიღებული სარგებელი, ტრანზაქციების დადასტურება მაინერების ხარჯზე და ა.შ. ახლა ამ ყველაფერს ვალიდატორები უზრუნველყოფენ.

მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში ჩარლი კარაბოგამ, ეთერიუმის აღმასრულებელმა დირექტორმა და ავსტრალიური კომპანიის Block Earner-ის თანადამფუძნებელმა, განაცხადა, რომ ქსელის გადასვლა PoS მტკიცებულებაზე მომავალის ფულს უფრო მეტად ინტერნეტზე დაფუძნებულს გახდის.

ჩარლი კარაბოგამ განაცხადა, რომ ეთერიუმი ბევრად უფრო სანდო და მდგრადი გახდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი