IBM-ი Facebook-ის კრიპტოვალუტის გამოშვებას მხარს უჭერს

0
1994

IBM მზად არის იმისთვის, რომ Facebook–თან ითანამშრომლოს. თანამშრომლობის მიზანს Libra-ს პროექტი წარმოადგენს.

აღნიშნული ინფორმაცია CNBC-მ გაავრცელა.

IBM-ის Blockchain სერვისების გენერალურმა მენეჯერმა ჯეისონ კელიმ განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს Facebook-თან თანამშრომლობის გაღრმავებას.

”ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ Facebook-თან. ჩვენი კლიენტები კი ამ საკითხის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი”,- განაცხადა ჯეისონ კელიმ.

უნდა აღინიშნოს, რომ IBM კრიპტო ინდუსტრიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი.

ჯერ კიდევ წლის დასაწყისში IBM-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯესი ლანდმა განაცხადა, რომ მისი პროგნოზით ბიტკოინის ფასი ერთ მილიონ დოლარამდე გაიზრდება.

ერთ-ერთ მედია საშუალებასთან ინტერვიუს დროს ლანდმა განაცხადა, რომ ამ წელს ბიტკოინის ფასი 5.000 დოლარის ფარგლებში იმერყევებდა. მერე კი აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტის კურსი აუცილებლად გაიზრდებოდა მილიონ დოლარამდე.

“მე ვხედავ, რომ ბიტკოინს კურსი წლის ბოლოსთვის შესაძლოა, 5.000 დოლარზე იყოს. თუმცა მე უფრო შორის ვიყურები და მჯერა, რომ ფასი მილიონ დოლარამდე გაიზრდება”,-აღნიშნა IBM-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი