ტიმ დრაიპერი: 2022 წელს ბიტკოინის კურსი 250.000 დოლარი იქნება

0
4741

ბიტკოინის ფასის არსებითად ზრდა, კონკრეტულად 1 300 დოლარით მომატება ტექ-ინვესტორის ტიმ დრეიპერის განცხადების შემდეგ მოხდა.

დიმ დრაიპერმა 12 აპრილს სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ბიტკოინს რამდენიმე წელიწადში კოლოსალური ღირებულება ექნება. მისი აზრით, 2022 წელს ბიტკოინი 250.000 დოლარი ეღირება.

კალიფორნიაში, კუთვნილ სან-მატეოს უნივერსიტეტში Blockchain-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე დრაიპერმა განაცხადა, რომ ბიტკოინი ძალიან მაღალ კურსზე ავა.

“მე ვფიქრობ, ბიტკოინი 250.000 დოლარი იქნება 2022 წლისთვის… დაიჯერეთ, რომ ეს მოხდება. ვიღაც ამბობს, რომ თქვენ გაგიჟდით, მაგრამ ირწმუნეთ, რომ ეს ნამდვილად მოხდება”,- განუცხადა შეკრებილ საზოგადოებას დრაიპერმა.

მიუხედავად იმისა, რომ შეკრებილი საზოგადოება დრაიპერის გამოსვლას არცთუ დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ბიტკოინის კურსმა ცოტა ხანში მკვეთრად მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, როდესაც ბიტკოინის ფასი ჯერ კიდევ 320 დოლარაზე ნაკლები იყო, ტიმ დრაიპერმა იწინასწარმეტყველა, რომ 2017 წელს ბიტკოინი 10.000 დოლარამდე გაიზრდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი