ისრაელის უმსხვილესი ტვირთების გადაზიდვის კომპანია Blockchain პლატფორმას იყენებს

0
2040

ისრაელის უმსხვილესი ტვირთების გადაზიდვის კომპანია Zim-მა ელექტრონული გადასახადებისთვის თავისი Blockchain პლატფორმის გამოყენება დაიწყო. ერთწლიანი წარმატებული პილოტის შემდეგ, Blockchain-ზე დაფუძნებული პლატფორმა მოქმედებაში გაეშვა.

კომპანია თავიდანვე ამტკიცებდა, რომ Blockchain ტექნოლოგიას შეუძლია არამხოლოდ ქაღალდის სამუშაოს ჩანაცვლება, არამედ შეუძლია საკომუნიკაციო საშუალებების გაუმჯობესებაც.

TradeWinds-ის ანგარიშის თანახმად, პლატფორმაზე ბოლო ორი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა. პროცესი მხოლოდ ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. განსხვავებით ძველი სისტემისგან, რომელიც რამდენიმე დღის ან კვირის მანძილზე იწელებოდა. გარდა დროისა და ხარჯების დაზოგვისა, Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემით ელექტრონულად გადახდაც არის შესაძლებელი.

Zim-ის ახალი ინიციატივის ფარგლებში, Blockchain-ზე დაფუძნებული სისტემა ყველა მომხმარებელს გაეხსნება. როგორც კომპანიაში აცხადებენ, პირველ ეტაპზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა აზიის, სამხრეთ აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების მომხმარებლებს.

შეგახსენებთ, რომ გადაზიდვის მონაცემების მიმწოდებლის Alphaliner-ის სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიური ტვირთის ტრანსპორტირების მოცულობით, Zim-ი არის მსოფლიოში მე-11 უმსხვილესი ოპერატორი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი