ანალიტიკოსების პროგნოზი: რიპლის კურსი შესაძლოა, 0.56 დოლარამდე გაიზარდოს

0
3350

29 ივლისს რიპლის კურსი 0.42 დოლარს შეადგენდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რიპლის კურსის ზრდის მაჩვენებლად ის ჩაითვლება, როდესაც კრიპტოვალუტა ჯერ 0.51 დოლარის ნიშნულს შემდეგ კი 0.56 დოლარის დონეს მიაღწევს.

იმ შემთხვევაში, თუკი რიპლიმ კლების ტენდენცია განაგრძო და 0.42 დოლარის მაჩვენებელზე დაბლა დაეშვა მაშინ მოსალოდნელი კურსი 0.24 დოლარი იქნება.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს იქამდე არ ურჩევენ ვაჭრობას სანამ ფასი ზრდის ტენდენციას არ აჩვენებს.

რაც შეეხება ბიტკოინ Cash-ს: ბიტკოინ Cash-ის კურსიც შემცირებულია. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ღირებულება 710 დოლარს შეადგენს. თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუ კრიპტოვალუტამ შემცირება განაგრძო მოსალოდნელი დონე 650 დოლარი იქნება.

თუმცა შესაძლოა, მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს და ბიტკოინ Cash-მა ზრდის ტენდენცია აჩვენოს. იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა მოსალოდნელი პროგნოზია, რომ ბიტკოინ Cash-მა 800-დან 935 დოლარის ფარგლებში იმოძრაოს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ იქამდე არ განახორციელონ ვაჭრობა სანამ კურსის ზრდის სტაბილური მაჩვენებლები არ დაფიქსირდება.

კარდანოზე ვაჭრობა 31 ივლისს 0.14 დოლარზე დაიხურა. ამჟამად, კრიპტოვალუტის ღირებულება 0.13 დოლარს შეადგენს. თუმცა, თუ კარდანოს კურსი კიდევ შემცირდა მოსალოდნელი ფასის ნიშნული ჯერ 0.12 შემდეგ კი, 0.11 იქნება.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსმა ზრდის ტენდენცია აჩვენა მაშინ შესაძლოა, კარდანოს ფასი 0.18 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ფასების ცვლილებას დაელოდონ და ამის შემდეგ განახორციელონ ინვესტიცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი