Ooki DAO-ს წევრები CFTC სარჩელის საპასუხოდ ვარიანტებს იკვლევენ

0
738

დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) წევრებმა, რომლებიც ცნობილია როგორც Ooki DAO, დაიწყეს შესაბამისი ქმედითი პასუხების ძიება შეერთებული შტატების საქონლის ფიუჩერსების სავაჭრო კომისიის (CFTC) მიერ წარდგენილ ბრალდებებზე.

როგორც ცნობილია CFTC-მ გამოაცხადა დეცენტრალიზებული საკრედიტო პლატფორმის bZx პროტოკოლის შემქმნელის მიმართ პრეტენზია, რომელიც 250,000 დოლარის ოდენიბის ჯარიმის გადახდას ითვალსიწინებს.

პროტოკოლი 2020 წელს პლატფორმაზე არსებული კოდის ექსპლოატაციას განიცდიდა, რის გამოც მოხმარებლებმა ასიათასობით დოლარის ზარალი განიცადეს. გარდა ამისა, CFTC-მ ასევე შეიტანა სარჩელი Ooki DAO-ს წინააღმდეგ ციფრული ვალუტით ვაჭრობის კანონების მსგავსი სავარაუდო დარღვევების გამო.

საპასუხოდ, Ooki DAO-ს წევრებმა დაიწყეს მსჯელობა, თუ როგორ უნდა უპასუხონ სარჩელს. DAO-მ შემუშავა სამი პოტენციური პასუხის შინაარსი. კომპანიამ საკუთარი ხაზინიდან გამოყო სახსრები შესაფერის იურიდიული ფირმის დასაქირავებლად, რომელიც მათ სასამართლოში დაიცავთ. DAO-ს წევრები ასევე აპირებენ დეცენტრალიზებული ფინანსური საზოგადოებისაგან დახმარების თხოვნას.

რაც შეეხება მესამე სავარაუდო საპასუხო ქმედებას, ესაა დამატებითი ფინანსური სარგებლის მოძიება NFT-ის გაყიდვით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი