ალექსანდრე ვინიკს 5 წლით თავისუფლების აღკევთა მიესაჯა

0
934

საფრანგეთის სასამართლომ ალექსანდრე ვინიკს 5 წელი მიუსაჯა.

პარიზის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2020 წლის დეკმებრის განაჩენი, რომელიც ალექსანდრე ვინიკისთვის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების თანახმად დადგინდა, რომ იგი იყო კრიმინალური ორგანიზაციის წევრი და აქტიურად ეწეოდა ფულის გათეთრების ოპერაციებს. ასევე მალავდა რეალურ შემოსავლებს და საგადასახადო ორგანოს ცრუ ინფორმაციას აწვდიდა.

სასამართლომ ვინიკს ასევე მოუხსნა 100,000 ევროს ჯარიმა, რადგან მას პატიმრობა შეუფარდა. ალექსანდრე ვინიკის თავდაპირველი ბრალდება ითვალისწინებდა 200 ადამიანის თაღლითური გზით პროგრამაში ჩართვას, რომელზეც სასამართლო ჯარიმით შემოიფარგლა.

თუმცა როგორც მოგვიანებით აღმოჩენილმა მტკიცებულებებმა ცხადყო, მას ადვილად შეეძლო 100,000 ევროს გადახდა ამიტომ ბრალდებელმა მხარემ 5 წლიანი პატიმრობა მოითხოვა.

ვინიკი აშშ-ს მიერ იყო ძებნილი და ბრალი ედებოდა 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ფულის გათეთრებაში. იგი საბერძნეთში 2017 წელს დააკავეს.

2020 წლის იანვარში ალექსანდრე ვინიკი ექსტრადირებული იქნა საფრანგეთში, სადაც დეკემბერში მას ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ვინიკის ადვოკატი, ფრედერიკ ბელოტი შიშობს, რომ საბერძნეთის ხელისუფლებას შეიძლება სურს, რომ იგი საბერძნეთში დაბრუნდეს სასჯელის შემდეგ, რაც აშშ–ს მისცემს საშუალებას მოითხოვოს ექსტრადიცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი