Facebook-ი Blockchain-ის გამოყენების გზებზე მუშაობას იწყებს

0
1791

Facebook-ის საინჟინრო განყოფილების დირექტორი ივენ ჩენგი იგივე პოზიციაზე Blockchain ჯგუფში გადავიდა.

ჩენგი სამი წლის განმავლობაში Facebook-ის პროგრამული ინჟინერიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. Facebook- ში მუშაობის დაწყებამდე კი, ის ბოლო ათი წლის მანძილზე ტექნოლოგიური გიგანტის Apple-ის პროგრამული ინჟინერი იყო.

ახალ თანამდებობაზე საუბრის გარდა, ჩენგი ამბობს, რომ Blockchain-თან დაკავშირებულ პროექტების შესახებ კონსულტაციები მიმდინარეობს, მათ შორის სინგაპურის Blockchain პლატფორმის Zilliqa-სთან და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულ პროვაიდერ ChainLink-თან.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა ამ წლის იანვარში განაცხადა, რომ კომპანია კრძალავდა თავდაპირველ მონეტარულ შეთავაზებისა (ICO) და კრიპტოვალუტის რეკლამას. თუმცა, ცოტა ხნის წინ, Facebook-მა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ პოლიტიკას გადახედა და გადაწყვიტა, რომ ციფრული ვალუტის რეკლამა კვლავაც დაუშვას.

განცხადების თანახმად, კომპანია ეძებდა გზას, რათა დახვეწილიყო სისტემა, რომლის საშუალებითაც უსაფრთხოების წესების სრული დაცვით მოხდებოდა სოციალურ ქსელში კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული რეკლამების განთავსება.

“26 ივნისიდან ჩვენ ვიღებთ კრიპტოვალუტის შესახებ რეკლამას, მაგრამ პირველად მონეტარულ შეთავაზებაზე (ICO) რეკლამას კვლავაც ვკრძალავთ”,-აღნიშნულია Facebook-ის ოფიციალურ განცხადებაში.

ამასთანავე, კომპანიის messaging-ის აპლიკაციის ხელმძღვანელმა დევიდ მარკუსმა მაისში განაცხადა, რომ Facebook-ი Blockchain-ის პლატფორმის შესაქმნელად გუნდს ქმნიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი