Blockchain კომპანია ნევადის უდაბნოში კრიპტო ქალაქს ააშენებს

0
1246

Blockchain ინკუბატორი და საინვესტიციო კომპანია Blockchains LLC კონცენტრირდება “ჭკვიანი ქალაქის” მშენებლობის გეგმებზე. ციფრული ქალაქის მშენებლობას კი ნევადას უდაბნოში აპირებს.

Associated Press-თან ინტერვიუში კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯეფრი ბერნსმა აღნიშნა, რომ მან ნევადის შტატის ადგილობრივ მთავრობას სთხოვა 67,000 ჰექტარის საკუთრებაში გადაცემა.

თუ მისი შუამდგომლობა წარმატებით დასრულდა Blockchain კომპანიას საშუალება ექნება იმოქმედოს, როგორც “ინოვაციური ზონა”, სადაც კომპანიას შეეძლება დააწესოს გადასახადები და შექმნას სასამართლო, რომელიც თავისიფალი იქნება სასაქონლო და მომსახურების გადასახადებისაგან.

ჯეფრი ბერნსი საზოგადოებას “კრიპტო ქალაქს” სთავაზობს, როგორც ადგილს, სადაც ყველა მზად არის საქმის ნულიდან დასაწყებად.

კომპანიამ თავდაპირველად შეიძინა მიწა 170 მილიონ დოლარად 2018 წლის იანვარში. იმ დროს, ჯეფრი ბერნსმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებულ “კრიპტო ქალაქში” განთავსდება Blockchain კამპუსი, ელექტრონული სპორტის არენა და საცხოვრებელი სახლები.

მიუხედავად იმისა, რომ აღმასრულებელმა დირექტორმა გამოთქვა იმედი 75 წლის განმავლობაში 15.000 სახლის აშენების შესახებ, აღნიშნულ “კრიპტო ქალაქში”, ამჟამად კომპანიის მიწის უმეტეს ნაწილში საცხოვრებელი ფართის მშენებლობა დაუშვებელია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი