ბიტკოინმა 50.000 დოლარის ზღვარი გადალახა

0
1095

ოთხშაბათს, 17 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ჯერ კიდევ გუშინ, 16 თებერვალს ბიტკოინის, დღის განმავლობაში დაფიქსირებული, ყველაზე მაღალი დონე 50.000 დოლარს შეადგენდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი 49.199 დოლარზე დაიხურა.

დღეს კი კრიპტოვალუტამ 50.000 დოლარის დონე გადალახა.

ბიტკოინის კურსის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში დაახლოებით 6.28%-ით არის გაუმჯობესებული. ამ ეტაპზე ციფრული ვალუტის ღირებულება 51.294 დოლარს შეადგენს.

50.000 დოლარის ბარიერის გადალახვამ ბიტკოინის კურსის ზრდაში საბოლოო გარდატეხა შეიტანა. ანალიტიკოსების თქმით, რეალურია რომ, ბიტკოინის ფასი 63.000 დოლარამდე გაიზარდოს. თუკი კრიპტოვალუტა ამ დონესაც დასძლევს მომდევნო სამიზნე ნიშნული 65.000 დოლარი იქნება.

თუმცა იმისთვის რომ, ბიტკოინმა ამ დონეს მიაღწიოს საჭირო რამდენიმე დღის განმავლობაში ფასი 54.000-სა და 55.000 დოლარს შორის სტაბილურად მოძრაობდეს.

შეგახსენებთ რომ, CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 17 თებერვალს, დღის ბოლოს, ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 881 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი