ევროპოლმა Bitzlato უკანონო საქმიანობაში ამხილა

0
713

ევროკავშირის სამართალდამცავი თანამშრომლობის სააგენტომ (ევროპოლმა), განაცხადა, რომ მან აიღო კონტროლი კრიპტო საფულეებზე, რომლებიც შეიცავს 19 მილიონ დოლარზე მეტ კრიპტოვალუტას, როგორც კრიპტო ფირმა Bitzlato-ს წინააღმდეგ სააღსრულებო ქმედებების ნაწილი.

გამოქვეყნებულ განცხადებაში, ევროპოლმა აღნიშნა, რომ Bitzlato-ში გადატანილი აქტივების დაახლოებით 46% – 1 მილიარდი ევრო, ანუ 1,09 მილიარდი დოლარი, დაკავშირებული იყო უკანონო საქმიანობასთან.

სამთავრობო სააგენტოს ანალიზმა აჩვენა, რომ Bitzlato-მ მიიღო 2,1 მილიარდ ევროზე მეტი კრიპტოვალუტა, მათ შორის ბიტკოინი, Dash-ი და dogecoin-ი, რომელთა დიდი ნაწილი რუსულ რუბლში იქნა მოგვიანებით განაღდებული.

„მიუხედავად იმისა, რომ კრიპტოვალუტების ფიატ ვალუტად გარდაქმნა უკანონო არ არის, კიბერდანაშაულის ოპერატორების გამოძიებამ მიუთითა, რომ კრიმინალური აქტივების დიდი მოცულობა გადიოდა პლატფორმაზე. საეჭვო ტრანზაქციების უმეტესობა დაკავშირებულია უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტებთან, ასევე კიბერთაღლითებთან, ფულის გათეთრებასთან, გამოსასყიდ პროგრამებთან და ბავშვებზე ძალადობის მასალასთან”,- განაცხადა ევროპოლმა.

კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული აღმასრულებელი გუნდის ქმედებების ფარგლებში, აშშ-ს ხელისუფლებამ 18 იანვარს გამოაცხადა, რომ დააკავეს Bitzlato-ს დამფუძნებელი ანატოლი ლეგკოდიმოვი.

ევროპოლმა დაამატა, რომ ოპერაციამ, რომელიც მოიცავდა ბელგიის, კვიპროსის, პორტუგალიის, ესპანეთისა და ნიდერლანდების სააგენტოების მხარდაჭერას, შედეგად დააკავეს 4 სხვა პირი, რომლებიც აღნიშნულ კრიპტო ბირჟასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი