დუბაიში ეროვნული ციფრული ვალუტის შესახებ აქტიურად მსჯელობენ

0
3871

დუბაიში შესაძლოა, სულ მალე ციფრულმა ვალუტამ ნაღდი ფული ჩაანაცვლოს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აღნიშნული მოსაზრება დუბაის სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენელმა, დაჰაი კალფან თაიმამმა კონფერენციის მსვლელობის დროს გააჟღერა. უნდა აღინიშნოს, რომ მას სხვებიც დაეთახმნენ და გამოითქვა მოსაზრება, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროს ციფრული ვალუტა Blockchain ტექნოლოგიაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

თუმცა, დაჰაი კალფან თაიმამი მიიჩნევს, რომ ციფრული ვალუტის ზრდას ხელს უშლის საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობა და კრიპტოდანაშაულის პრევენციის საკითხები.

“… ციფრული ვალუტა ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ იდგება. ყოველშემთხვევაში იქამდე, სანამ ის ანონიმური იქნება”,- ამბობს თაიმამი.

კონფერენციას ასევე ესწრებოდა დუბაის ციფრული სერვისების მომწოდებელი კომპანია SmartWorld-ის თავმჯდომარე დოქტორი სეიდ ალ-დაჰერი, რომელიც რეგულაციების შესახებ საუბრობდა და ამბობდა, რომ კრიპტოვალუტის ინდუსტრია ჯერ კიდევ რყევებს განიცდის.

შეგახსენებთ, რომ დუბაიმ კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის რეგულაციის სისტემა უკვე შემოიღო. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დუბაის სამთავრობო სტრუქტურებში Blockchain ტექნოლოგია აქტიურად გამოიყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი