პალაუს რესპუბლიკა რიპლისთან სტაბილკოინის შექმნის შესახებ თანამშრომლობს

0
975

რიპლის ციფრული გადახდის ქსელი, პალაუს რესპუბლიკასთან თანამშრომლობს, რათა წყნარი ოკეანის კუნძულს საკუთარი ციფრული ვალუტის განვითარებაში დაეხმაროს.

პარტნიორობის საწყისი აქცენტი მიმართული იქნება შეერთებული შტატების დოლარით მხარდაჭერილი ციფრული ვალუტის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის საზღვრისპირა გადახდებს.

რიპლის განცხადების თანახმად, თანამშრომლობა საკმაოდ ნაყოფიერი უნდა იყოს. სტაბილკოინის გამოშვება კი 2022 წლის პირველ ნახევარში არის დაგეგმილი.

მათ ასევე განაცხადეს, რომ ეროვნული ციფრული ვალუტა შეიძლება სულაც არ იყოს მხოლოდ ცენტრალური ბანკის კიდევ ერთი ციფრული ვალუტა.

„რიპლი უზრუნველყოფს პალაუს რესპუბლიკის ტექნიკური საკითხების, ბიზნესისა და პოლიტიკის მხარდაჭერას. იმავდროულად, აშშ დოლარით მხარდაჭერილი სტაბილკოინისა და მასთან დაკავშირებული გამოყენების შემთხვევების ეფექტიანობას”,- აღნიშნულია რიპლის კომპანიის განცხადებაში.

პალაუს პრეზიდენტმა, სურანჯელ უიპს უმცროსმა აღნიშნა, რომ ეროვნული ციფრული ვალუტა კუნძულის მოქალაქეებისთვის კომფორტულად გამოსაყენებელი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი