მსოფლიოში ოთხმა ყველაზე მსხვილმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ ერთობლივი Blockchain პლატფორმის გამოყენება დაიწყეს.
ამის შესახებ ინფორმაციას TechCrunch-ი ავრცელებს.
BMW, GM, Ford და Renault გარდა, Blockchain-ის პლატფორმას შეუერთდა Bosch-იც.
კომპანიები ერთად გაეცნობიან Blockchain-ის ოპერაციის სისტემას. აღსანიშნავია, რომ პლატფორმა პირველ რიგში უზრუნველყოფს უსაფრთხო გადაადგილებას.
პლატფორმას კომპანია MOBI ქმინის. MOBI-ის კომპანია წარმოადგენს მობილობის ღია Blockchain ინიციატივას, რომელიც 30-მა კომპანიამ ერთობლივი სახსრებით დაარსა.
“ავტომწარმოებლებს, მიმწოდებლებს, სამთავრობო უწყებებს ყველას გთავაზობთ ჩვენს მომსახურეობას. ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ბიზნესი, მომხმარებელი და საზოგადოება”, – განაცხადა MOBI-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა კრის ბელინგერმა.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის საავტომობილო სავაჭრო კომპანიამ Loperaio Setagaya ბიტკოინით გადახდის სისტემის შემოიღო.
გერმანიის საავტომობილო კომპანიამ Daimler AG, რომელიც ცნობილია მერსედეს-ბენცის ავტომობილის წარმოებით მარტის თვეში საკუთარი კრიპტოვალუტა MobiCoin-ი შექმნა. პროექტი ამჟამად მიმდინარეობს სამთვიანი ტესტირების ფაზაში.
ასევე გერმანული ავტოწარმოების კომპანია “აუდი” Blockchain ტექნოლოგიას ფიზიკური და ფინანსური დისტრიბუციისითვის გამოიყენებას აპირებს. კომპანიის მიზანია გლობალურ მიწოდების ჯაჭვში უსაფრთხოებისა და გამჭვირვალობის გაზრდა.