ანალიტიკოსები: თუ ლაიტკოინმა კლება განაგრძო კურსი 44 დოლარზე დაეცემა

0
2036

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში რიპლის კურსი ნელ-ნელა, თუმცა მაინც იზრდებოდა. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა კვლავ ცდილობს 0.27 დოლარის შენარჩუნებას.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი დაეცემა მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასმა 0.25-სა და 0.27 დოლარს შორის იმოძრაოს. თუმცა, თუ ეს მაჩვენებელიც არ შენარჩუნდა, მაშინ რიპლის ფასის დაცემა 0.20 დოლარზეა მოსალოდნელი.

გუშინ, რიპლის კურსს განსაკუთრებული ცვლილება არ განუცდია. კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 0.28 დოლარზე დაიწყო და 0.27 დოლარზე დაიხურა.

ექსპერტებს პოზიტიური პროგნოზიც აქვთ. თუ კრიპტოვალუტის კურსმა ზრდა დაიწყო მაშინ, მოსალოდნელია, რომ რიპლის კურსი 0.37 დოლარამდე გაიზარდოს.

ანალიტკოსები მხოლოდ კურსის ზრდის შემთხვევაში ურჩევენ ინვესტორებს რიპლის ყიდვას.

რაც შეეხება ლაიტკოინს: ლაიტკოინის ფასი 49 დოლარზე ჩამოვიდა. თუკი, კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია განაგრძო მაშინ, მოსალოდნელია, რომ ფასმა 40-სა და 44 დოლარს შორის იმოძრაოს.

17 სექტემბერს ლაიტკოინზე ვაჭრობა 57 დოლარზე დაიწყო. 57 დოლარი იყო ასევე დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. შემდეგ კურსი 51 დოლარამდე დაეცა და ბოლოს ვაჭრობა 52 დოლარზე დაიხურა.

პოზიტიური პროგნოზის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ლაიტკოინის ფასმა 69 დოლარზე აიწიოს.

ამის შემდეგ კი შესაძლებელია, ლაიტკოინმა 89 დოლარის პოზიცია დაიკავოს.

ანალიტიკოსები ტრედერებს ურჩევენ, რომ ფასის კორექტირებას დაელოდონ და შემდეგ განახორციელონ ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი