საფეხბურთო კლუბის Watford Football-ის მაისურს ბიტკოინის ლოგო ექნება

0
1444

Watford Football-ის კლუბის მოთამაშეთა მაისურზე ბიტკოინის სიმბოლო გამოჩნდება. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კლუბი კრიპტოვალუტას, როგორც გადახდის საშუალებას, ისე მიიღებს.

საფეხბურთო კლუბის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, კლუბი პარტნიორობას კრიპტო პლატფორმა Sportsbet.io-სთან იწყებს.

საფეხბურთო სამყაროში კრიპტოვალუტა სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

ცოტა ხნის წინ, გიბრალტარის ადგილობრივმა საფეხბურთო გუნდის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ფეხბურთელებს ანაზღაურება კრიპტოვალუტით გადაუხადონ.

გიბრალტარის საფეხბურთო გუნდი, რომელიც 1943 წელს შეიქმნა ამჟამად, თამაშობს გიბრალტარის საფეხბურთო ლიგის პრემიერლიგის დივიზიონში.

როგორც კლუბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, კლუბის სპონსორი და პარტნიორი პაბლო დანა ასევე ინვესტიციებს ახორციელებს კრიპტოვალუტის სფეროშიც.

პაბლო დანამ ბრიტანეთის Guardian-ს განუცხადა, რომ ყველა მოთამაშის კონტრაქტში შემდეგი სეზონიდან კრიპტოვალუტით გადახდა იქნება გათვალისწინებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი