იაპონიის ცენტრალურმა ბანკმა ციფრული ვალუტის კონცეფცია დაამტკიცა

0
1443

იაპონიის ბანკმა განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის ტესტირებას დაიწყებს იმისთვის, რომ ვალუტის ტექნიკური გამართულება შეამოწმოს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ბანკმა საჯაროდ განაცხადა, რომ ციფრული ვალუტის კონცეფცია ოფიციალურად დამტკიცებულია და ტექნიკურ დეტალების შემუშავება მიმდინარეობს.

თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ციფრული იენის გამოშვების გრაფიკი.

ქვეყნის ცენტრალურ ბანკს სურს, რომ საკუთარი ციფრული ვალუტა გამოუშვას, მაგრამ ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა იაპონია და ჩინეთი ამ საკითხზე ერთობლივ მუშაობას.

როგორც ცნობილია, ჩინეთის სახალხო ბანკმა ციფრული ვალუტის ტესტირება უკვე დაიწყო.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბანკი სხვა ცენტრალურ ბანკებთან და შესაბამის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წლის თებერვალში მედიით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიდი ბრიტანეთის, ევროზონის, იაპონიის, კანადის, შვედეთისა და შვეიცარიის ცენტრალური ბანკები თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამდნენ.

ბანკებს შორის თანამშრომლობა ციფრული ვალუტის გამოშვების საკითხებთან დაკავშირებულ განხილვებსა და დისკუსიების მოწყობას ითვალისწინებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი