25 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    0
    1753

    25 ივლისს ბიტკოინმა კურსი კიდევ უფრო გაზარდა. ზოგადად, ამ კვირაში ბიტკოინმა კურსის შთამბეჭდავი ზრდა აჩვენა, როდესაც ფასი 8.000 დოლარზე დაფიქსირდა.

    ახლა ბიტკოინის ღირებულება დაახლოებით, 8,200 დოლარს შეადგენს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინი 8.483 დოლარის დონეს მიაღწევს.

    რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტა დაახლოებით 1%-ით გაუფასურდა და 471 დოლარზე დაფიქსირდა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასი 4.48% არის კვირის განმავლობაში შემცირებული, თუმცა თვიური მაჩვენებელი 1%-ს არ აღემატება.

    ლაიტკონის სასარგებლოდ უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში გაუმჯობესდა და 86 დოლარს მიაღწია. კარდანოს კი ამ მხირვ, არცთუ კარგად აქვს საქმე. კრიპტოვალუტა 24 საათის მანძილზე 3%-ით შემცირდა.

    მცირედიდ, თუმცა მაინც დაიწია ბიტკოინ Cash-ის ფასის მაჩვენებელმა. უკანასკნელი 24 სააათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 2.5%-ით შემცირდა და 838 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

    შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 25 ივლისს კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 297 მილიარდ დოლარსს შეადგენს.

    დატოვეთ კომენტარი

    კომენტარი