კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2095

ამ კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის მცირე ვარდნის შემდეგ კურსმა ისევ მოიმატა.

ბიტკოინი

ბიტკოინი 3 მაისს 9000 დოლარის ნიშნულს დაუბრუნდა.

ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი 9800-დან 10.0000 დოლარს შორის მერყეობს.

10.000 დოლარის შემდეგ ბიტკოინის სამიზნე 11.000 დოლარია, ხოლო თუ კრიპტოვალუტა მოახერხებს და 11.000 დოლარის ნიშნულს ასცდება შემდეგი სამიზნე ფასი 12.000 დოლარია.

მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტების ეს პროგნოზი არ გამართლდა და ბიტკოინის კურსი დაიწევს კრიპტოვალუტის მოსალოდნელი მაჩვენებლებია ჯერ 9.178, ხოლო შემდეგ 9000 დოლარი.

ამ კვირაში კრიპტოვალუტის მინიმალური დაცემის ზღვარი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, არის 8.600-8.900 დოლარის შუალედში.

ეთერიუმი

3 მაისს ეთერიუმმა 745 დოლარის ნიშნულს მიაღწია. ესპერტები პროგნოზირებენ, რომ ეთერიუმის სამიზნე 1.130 დოლარია. მცირე წინააღმდეგობას კრიპოვალუტამ შესაძლოა, 900 და 1000 დოლარის ნიშნულებზე მიაღწიოს.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმი ფასის გაზრდას ვერ შეძლებს მაშინ, კრიპტოვალუტა 745 დოლარის ნიშნულზე ჩამოვა. ამის შემდეგ მოსალოდნელი ქვედა დონეებია 700 და 645 დოლარის დონე.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს ურჩევენ, რომ დაელოდონ 745 დოლარის პოზიციის გამყარებას. ხოლო თუ ეთერიუმი 700 დოლარზე ჩამოვა ექსპერტები ამ დროს ტრეიდერებს არანაირი ინვესტიციის განხორციელებას არ ურჩევენ.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-მა 1.600 დოლარის ნიშნულს მიაღწია. იმ შემთხვევაში, თუ ფასი არ დაარღვევს ამ დონეს ბიტკოინ Cash-ი 1.221-დან 1.600 დოლარს შორის იმერყევებს.

ბიტკოინ Cash-ის სამიზნე 2000 დოლარია. თუ კრიპტოვალუტა ამ დონეს მიაღწევს მომდევნო სამიზნე ფასი 2.400 დოლარია.

ექსპერტები მოვაჭრეებს 1.600 დოლარზე ვაჭრობას, ხოლო 1400 დოლარის ქვემოთ კი ვაჭრობის შეწყვეტას ურჩევენ.

რიპლი

რიპლი 0.76-სა და 0.93 დოლარს შორის მოძრაობს. ამ დიაპაზონიდან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ რიპლი 1.2 დოლარის ნიშნულზე აიწევს.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტა ზრდის ნაცვლად კლების ტენდენციას აჩვენებს მოსალოდნელი ფასი 0.76 დოლარია.

ანალიტიკოსები მოვაჭრეებს იქამდე არ ურჩევენ ვაჭრობას სანამ კრიპტოვალუტის ფასი არ გამყარდება.

ლაიტკოინი

უკანასკნელი რამდენიმე დღის განმავლობაში მყარი დიაპაზონის შემდეგ, ლაიტკოინის კურსმა 3 მაისს 160 დოლარის ნიშნულზე ზემოთ აწევა შეძლო. თუმცაღა, 180 დოლარის დონეს მაინც ვერ მიაღწია.

იმ შემთხვევაში, თუ ლაიტკოინის კურსი ზრდას არ აჩვენებს მაშინ, კლების ტენდენცია გაგრძელდება და მოსალოდნელი დონე 141 დოლარზეა.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტრეიდერებმა ვაჭრობა 140 დოლარზე უნდა შეწყვიტონ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი