ციფრული ვალუტის ბირჟა, Bittrex–ი პარტნიორობას ბაჰრეინზე დაფუძნებული კრიპტოვალუტის ბირჟა Rain-თან იწყებს.
პარტიორობის მიზანია Bittrex-ის ახლო აღმოსავლეთში საქმიანობის დაწყებისთვის ხელშეწყობა. ახალ პლატფორმაზე ყველა იმ კრიპტოვალუტით ვაჭრობა შეიძლება, რომელიც Bittrex International-ზეა ხელმისაწვდომი.
ამასთანავე, Bittrex-ი მზად არის ბიტკოინის შესაძენა ადგილობრივი ვალუტებითაც გახადოს შესაძლებელი. ამ ვალუტების რიცხვში შედის: ბაჰრეინის დინარი, ქუვეითის დინარი, არაბეთის გაერთიანებული საამიროების დირჰამი და საუდის რიალი.
პარტიორობის შესახებ განცხადება Rain-ის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ბირჟის მმართველი საბჭოს თქმით, კომპანიის მიზანია ახლო აღმოსავლეთის კრიპტო სავაჭრო საქმიანობაში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა.
Bittrex–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბილ შაიჰარამ კი განაცხადა, რომ პარტნიორობა ხელს შეუწყობს, კრიპტო და Blockchain ტექნოლოგიის საკითხებთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
CoinMarketCap–ის მონაცემების თანახმად, 24 საათის განმავლობაში Bittrex-ის სავაჭრო მოცულობა დაახლეობით 31.9 მილიონ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Rain-ი ახლო აღმოსავლეთში პირველი ლიცენზირებული ბირჟა გახდა.