Nasdaq-ი ბრაზილიურ კრიპტოვალუტის ბირჟასთან პარტნიორობს

    ბრაზილიაში დაფუძნებულმა უმსხვილესმა საინვესტიციო/საბროკერო კომპანია XP-მ მედიას განუცხადა, რომ XTAGE 2022 წლის მეორე კვარტალში ამოქმედდება.

    XP-მ განაცხადა, რომ ბირჟა მომხმარებლებს კრიპტოვალუტების ყიდვა-გაყიდვას შესთავაზებს. თუმცა სამომავლო განზრახვაა, რომ პლატფორმა ასევე მხარს დაუჭერს სხვა ციფრულ ვალუტებს და საინვესტიციო პროდუქტებს.

    „XTAGE-ის შექმნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ეტაპს ციფრული ვალუტების ბაზრის წინსვლისთვის. ჩვენ ინვესტორებს კრიპტოვალუტებზე წვდომას ვთავაზობთ.

    Nasdaq-თან ტექნოლოგიური პარტნიორობის წყალობით, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ XP იმუშავებს ინოვაციურ და მძლავრ ინფრასტრუქტურაზე“, – განაცხადა ლუკას რაბეჩინმა, XP-ის ფინანსური პროდუქტების დირექტორმა.

    აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა და Nasdaq-ის ბაზრის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურის ხელმძღვანელმა, როლანდ ჩაიმ, ხაზი გაუსვა იმას, რომ Nasdaq-ის პარტნიორობა XP-თან ახალ შესაძლებლობებს გახსნის კომპანიებისა და ინვესტორებისთვის.

    აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც NASDAQ-ი ბრაზილიურ კრიპტო კომპანიას პარტნიორობას უწევს.

    შეგახსენებთ, რომ XP-ი 3,5 მილიონზე მეტი კლიენტითაა რეგიონში წარმოდგენილი. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კომპანია 168 მილიარდი დოლარის აქტივებს ფლობს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *