რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე: Blockchain-ი არ არის უნივერსალური ტექნოლოგია

0
1218

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის მოადგილემ განაცხადა, რომ Blockchain ტექნოლოგია არ არის პრობლემების უნივერსალური გადაწყვეტა.

Euromoney-სთან ინტერვიუს დროს ოლგა სკორობოგოტოვამ ბანკის ინციატივის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სამი წლის განმავლობაში Masterchain-ის პლატფორმაზე ექსპერიმენტი მიმდინარეობდა.

”Blockchain-ი შესანიშნავია ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა საკრედიტო წერილები. ეს ტექნოლოგია გარანტიას იძლევა, რადგან ის სინამდვილეში ნდობის ტექნოლოგიაა”,- აღნიშნა ცენტრალური ბანკის მმართველის მოადგილემ.

მიუხედავად ამისა, ოლგა სკორობოგოტოვამ აღნიშნა, რომ Blockchain-ი არ წარმოადგენს პრობლემების უნივერსალურ გადაწყვეტას.

”მახსოვს, მაშინდელ ტექნიკური კომპანიის წარმომადგენელმა მითხრა:- “ოლგა, ხუთი წლის შემდეგ ყველაფერი Blockchain-ზე იქნება დამოკიდებული:- “მე ვუპასუხე, რომ ეს ტექნოლოგია იმუშავებდა იმ შემთხვევებში, როდესაც ის შექმნიდა დამატებით მნიშვნელობას, მაგრამ არა როგორც ყველაფრის შემცვლელს. დრომ ეს კარგად დამამტკიცა”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი