ალტკოინების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებს

0
1069

4 ივნისს ციფრული ვალუტების ფასები მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა.

გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 252 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 258 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 248 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 256 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 280 დოლარამდე მიაღწიოს. ანალიტიკოსები ფასის 300 დოლარამდე გაზრდასაც პროგნოზირებენ.

ამჟამად, ალტკოინის კურსი 257 დოლარს შეადგენს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ფასი 0.5%-ით არის გაზრილი.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეშვიდე ადგილზე მყოფ ლაიტკოინს: გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 47 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული კი 46 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ასევე 47 დოლარზე დაიხურა ვაჭრობაც.

ფასის კიდევ უფრო ზრდის შემთხვევაში ლაიტკოინის მოსალოდნელი დონე 50 დოლარი იქნება.

ამ ეტაპზე ლაიტკოინის კურსი კვლავ 47 დოლარს შეადგენს. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კი ლაიტკოინის ფასი 1.08%-ით არის შემცირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი