Bitpanda-მ Trustology-ი შეიძინა

0
891

ვენაში დაფუძნებულმა კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმამ, Bitpanda-მ ბრიტანეთში დაფუძნებული საფულეების სერვისის პროვაიდერი კომპანია Trustology შეიძინა.

ახლად შეძენილი კომპნია ბრიტანეთის ფინანსური კომისიის მიერაა დამტკიცებული, რაც Bitpanda-ს საშუალებას მისცემს ციფრული ვალუტების სერვისები გაერთიანებული სამეფოს მასშტაბითაც შესთავაზოს მომხმარებლებს.

კომპანია ახლად გამოცხადებული კრიპტოვალუტის სერვისების დაწყებას გეგმავს ყველა მიმართულებით, როგორც საცალო ისე ინსტიტუციონალური ინვესტორების მოზიდვით კუთხით.

Bitpanda-მ შენაძენი მას შემდეგ გააკეთა, რაც გასულ წელს რამდენიმე მსხვილი დაფინანსების რაუნდი გამართა და შედეგად 450 მილიონი დოლარი მოიზიდა.

ამის შემდეგ კომპანიის ღირებულებამ 4,1 მილიარდ დოლარს მიაღწია. ახლა კი კომპანიის ხელმძღვანელობა ფიქრობს, რომ განვითარებისთვის შესაფერისი დროა.

Bitpanda ცდილობს თავისი სერვისები გააფართოოს და კრიპტო საბროკერო ეკოსისტემა შექმნას, როგორც ამას ბევრი სხვა წამყვანი კრიპტო პლატფორმა აკეთებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი