ევროკომისია: ელექტროენერგიის მზარდი გამოყენების გამო ევროკავშირში მაინინგი არ აიკრძალება

0
3607

კრიპტოვალუტის მაინინგი ევროპის მასშტაბით ლეგალურია და მხოლოდ ევროკავშირის ელექტროენერგეტიკის უწყების მიერ შემუშავებულ წესებს ემორჩილება.

ევროკომისარმა მარია გაბრიელმა, რომელიც ციფრული ეკონომიკის კუთხით მუშაობს გასულ კვირას განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში მარია გაბრიელმა შეშფოთება გამოთქვა კრიპტოვალუტის მაინინგის დროს დახარჯული ელექტროენერგიის სიმძლავრის ინტენსიურობის გამო, რამაც ელექტროენერგიის ინდუსტრიის მარეგულირებელი სტატუსის დასუსტა.

“თუ ამ საქმიანობაზე მოხმარებული ენერგია კანონით არის გათვალისწინებული მაშინ არ არსებობს საფუძველი, რომ მოხდეს აკრძალვა ან რაიმე სახით შეზღუდვა. თუმცა, როგორც ელექტროენერგიის მოხმარების საქმიანობა, კრიპტოვალუტის მაინინგი ევროკავშირის ენერგოეფექტურობის, ენერგეტიკის სექტორისა და სასათბურე გაზების გამოყოფის კანონს ექვემდებარება”, – აღნიშნა მარია გაბრიელმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ევროკომისია გააგრძელებს დაკვირვებას კრიპტოვალუტის მაინინგისას მოხმარებული ელექტროენერგიის თაობაზე.

როგორც კომისარმა აღნიშნა, ამჟამად არ არის ცნობილი ევროკავშირის მასშტაბით ბიტკოინის მაინინგით რამდენი ადამიანი არის დაკავებული.

ცოტა ხნის წინ Washington Post-მა განაცხადა, რომ ისლანდია, რომელიც ჰიდროელექტრო სადგურების მეშვეობით საკუთარი ელექტროენერგიის დიდ ნაწილს წარმოშობს, ახლა უფრო მეტი პერსპექტიული პროექტები კრიპტოვალუტის მაინინგისთვის აქვს.

შეგახსენებთ, რომ ისლანდია არ არის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. თუმცა, კუნძული ევროპის ეკონომიკური სივრცის ნაწილია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი