ანალიტიკოსები: ბიტკოინის სამიზნე დონე 30.000 დოლარია

0
1411

ანალიტიკოსები სულ უფრო და უფრო რწმუნდებიან იმ საკითხში, რომ ბიტკოინის ფასი მალე 30.000 დოლარს მიაღწევს.

ბიტკოინმა 30 დეკემბერს რეკორდი მოხსნა. ციფრული ვალუტის კურსი 29.000 დოლარს გადასცდა. ეს კი ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასმა თითქმის 7%-ით მოიმატა.

კვირის განმავლობაში კი კრიპტოვალუტის კურსის ზრდა 25.21%-ში გამოიხატა.

ეს ნაბიჯი ბიტკოინს უფრო აახლოვებს 30,000 აშშ დოლარის დონესთან.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ 2021 წლის იანვრის თვეში ბიტკოინი 30.000 დოლარის დონესაც გადალახავს.

თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ექსპერტების პროგნოზი არ გამართლდა ბიტკოინის ფასი 19.500 დოლარზე დაეცემა.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის ფასმაც მოიმატა.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის კურსი 2.13%-ით არის გაზრდილი. თუმცა ეს საკმარისია, რომ ფასი 747 დოლარზე დაფიქსირდეს.

ანალიტიკოსების პროგნოზით ეთერიუმის მომდევნო დონე 810 დოლარი იქნება.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 30 დეკემბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 766.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი