Stacks Ventures-ი CityCoins-ის 11 ახალ პროექტს იწყებს

0
701

Stacks Ventures-ის პროექტების ინკუბატორმა მიიღო 11 ახალი პროექტი, რათა CityCoins-სა და დაინტერესებული ქალაქების მერებს დაეხმაროს უფრო მიმზიდველი ბიტკოინ გარემოს შექმნაში.

აღნიშნული პროექტებით გათვალისწინებული სახსრები ძირითადად ჯილდოების გასაცემად და ქალაქის ეკონომიკის გასაძლიერებლადაა საჭირო.

Stacks Ventures-ი არის 4 მილიონიანი ინკუბატორი პროექტებისთვის Stacks Bitcoin layer-2 “ჭკვიანი კონტრაქტის” გადაწყვეტაზე პასუხისმგებელი. CityCoins-ი არის პროექტი, რომელიც საშუალებას აძლევს პარტნიორ საქალაქო მთავრობებს გამოუშვან საკუთარი ტოკენი Stacks-ზე, სადაც Miami City და New York City არიან პირველი ორი, ვინც მოაწერა ხელი MiamiCoin-ის და NYCCoin-ის პროექტს.

როგორც პარტნიორობის ნაწილი, ადგილობრივი მთავრობები იღებენ CityCoin-ის მოგებას და ანაწილებენ ამ აქტივს, რათა მიიღონ დამატებითი ჯილდოები ბიტკოინში.

ინკუბაციური პროექტების რაოდენობა ჯამში 24 გახდა მას მერე, რაც ახალი 11 პროექტი დაემატა სიას. Stacks Ventures-ი CityCoins-ის პროექტებს უზრუნველყოფს უკაბელო ქსელის, Web3-ის, თამაშების, NFT-ს დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციების (DAO), განათლების და დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi), დამატებას თავიანთ სერვისებზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი