ბიტკოინის კურსი მკვეთრად შემცირდა

0
1009

ხუთშაბათს, 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა ციფრული ვალუტის ბაზარი მკვეთრად შემცირდა. ამ ეტაპზე ფინანსური ბაზარი რყევას განიცდის.

კლების ტენდენცია განიცადა ბიტკოინის ფასმაც. დღეს ბიტკოინის კურსი 35.500 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ეს არის ბიტკოინის კურსის უცაბედად და მკვეთრად კლების პირველი შემთხვევა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსის ნიშნული 8%-ზე მეტით არის შემცირებული. ბოლო 7 დღის განმავლობაში კი ფასმა 15.09%-ით დაიკლო.

ხუთშაბათს ბიტკოინის საბაზრო წილი 42.3%-ს შეადგენდა.

ანალიტიკოსების პროგნოზის შემთხვევაში, თუკი ბიტკოინმა კურსის კლება განაგრძო შესაძლებელია, რომ 20.000 დოლარის ნიშნულზეც აღმოჩნდეს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 24 თებერვალს ბიტკოინის მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 674 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი