Bitpanda ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტთან ერთად Blockchain პლატფორმას ქმნის

0
2621

Bitpanda, ავსტრიული კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა ვენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან პარტნიორობით Pantos პალტფორმას ქმნის, რომელიც განსხვავებულ Blockchain ტოკენების საარბიტრაჟო ვაჭრობას უზრუნველყოფს.

ვენის ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად პროექტში მონაწილეობენ ავსტრიის კვლევითი ინსტიტუტის, მომავლის კრიპტოეკონომიკის მკვლევრებიც.

კვლევის პროექტი, Pantos-ი მიზნად ისახავს Blockchain-ის ტოკენების მზარდი ფრაგმენტაციის პრობლემის მოგვარებას. ამის შესახებ Bitpanda-ს მიერ გამოქვეყნებულ პრეს-რელიზშია აღნიშნული.

აღსანიშნავია, რომ ეს საშუალებას მისცემს ტრეიდერებს კაპიტალი ჩადონ განსხვავებული ფასის ციფრულ ვალუტაში, რომელიც ერთიან პლატფორმაზე იქნება განთავსებული.

Pantos სისტემა დაფინანსდება ICO-ს საშუალებით. ბიტკოინების ლიმიტირებული რაოდენობა კი 1500 შეადგენს,რაც დაახლოებით 14.8 მილიონ დოლარია. ახალ ტოკენს PAN-ი დაერქმევა. როგორც Bitpanda-ა აცხადებს, ამ შემთხვევაში ICO არა startup-ის დაფინანსებას, არამედ ტექნოლოგიების განვითარებაზე იზრუნებს, რომელსაც მომავალში ღია ლიცენზიის საშუალებით თავისუფლად გამოიყენებენ.

Pantos-ი თავდაპირველად ეთერიუმის პლატფორმაზე დაიწყებს მუშაობას.

ვენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისათვის Pantos-ი პირველი Blockchain-ზე დაფუძნებული პროექტი არ არის. 2017 წლის ნოემბრის ბოლოს, პროექტში Ethertrust-ი პროფესორ მატეო მაფეის მიერ ჩატარებული კვლევის ჯგუფი მუშაობდა, რათა გაუმჯობესებულიყო ეთერიუმის Smart Contracts-ის უსაფრთხოება.

არსებობს რამდენიმე გერმანული უნივერსიტეტი და კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ამჟამად Blockchain-ის გამოყენებას შეისწავლიან.

2018 წლის მარტში, რამდენიმე გერმანული ინსიტუტი ერთობლივი ძალით გეგმავს “Blockchain-ი ინდუსტრიული განცხადისთვის” პროექტის დაწყებას KEX AG-ის ხელმძღვანელობით, რომელიც ტექნოლოგიისა და საბაზრო ინფორმაციის პროვაიდერია.

ამ პროექტის მიზანი არის ინდუსტრიისათვის Blockchain ტექნოლოგიის პოტენციური აპლიკაციების იდენტიფიცირება, რათა შეფასდეს თუ რა ფორმით შეიძლება მათი გამოყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი