ალტკოინების ფასები შემცირებულია

0
901

ბოლო სამი კვირაა ციფრული ვალუტების კურსი რყევას განიცდის. ალტკოინების ფასების უმეტესობა შემცირებულია. კლების ტენდენცია 4 მაისს დაიწყო.

გუშინ კი, 24 მაისს, ლაიტკოინზე ვაჭრობა 69 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 70 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 67 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ლაიტკოინზე ვაჭრობა კი ასევე 70 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი შემცირდება შესაძლოა, ფასმა 50 დოლარამდეც კი დაიკლოს.

ამჟამად, ლაიტკოინის კურსი 71 დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება Binance Coin-ს: 24 მაისს ალტკოინზე ვაჭრობა 316 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული ასევე 329 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 313 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს Binance Coin-ზე ვაჭრობა კი 328 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსმა კლების ტენდენცია განაგრძო Binance Coin-ის ფასი 310 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

ამ ეტაპზე ალტკოინის კურსი 328 დოლარს შეადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი