არაკომერციულმა ორგანიზაციამ 2.5 მილიონ დოლარზე მეტი ეთერიუმის განვითარებისათვის მიიღო

0
1921

ეთერიუმის პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების არაკომერციულმა ორგანიზაციამ, “ეთერიუმის ფონდის გუნდმა” ეთერიუმის განვითარებისთვის ოფიციალურად გრანტების მიღება დაიწყო.

უკვე მიღებულმა 13-მა პროექტმა ოგანიზაციას 2.5 მილიონ დოლარზე მეტი მოუტანა. გრანტები უნდა გადანაწილდეს ეთერიუმის განვითარებასა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაზე. გრანტები ასევე ხელს შეუწყობს ეთერიუმის “ჭკვიანი კონტრაქტების” განვითარებასაც.

“ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს გრანტები სიგნალი იქნება საზოგადოებისათვის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ არის ის, რომ ეკოსისტემაში არსებობს გამორჩენილი დეტალები, რომლებსაც მეტი მხარდაჭერა სჭირდება”,- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ საგრანტო პროგრამამ პირველი განცხადება იანვარში გააკეთა. იანვარში გავრცელებული განცხადება მეტად იყო ფოკუსირებული ეთერიუმის ქსელის მასშტაბების გაზრდაზე.

ამ კვირაში გავრცელებული განცხადების თანახმად კი, გარდა ეთერიუმის ქსელის გაფართოებისა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებია წინა პლანზე წამოწეული, როგორებიცაა უსაფრთხოება და ეთერიუმის გამოყენებაზე უფრო მეტად ზრუნვა.

“მთელი აქცენტი გადატანილია სასარგებლო პროდუქტისა და გამოცდილების დაგროვებაზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი