29 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
2439

კვირას, 29 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზრის მცირედი, თუმცა მაინც ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა.

ბიტკოინის კურსი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 1%-ით გაიზარდა და ფასმა 8.206 დოლარი შეადგინა. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც დაფიქსირდა 8.285 დოლარი იყო.

კვირის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 24 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც ბიტკოინის ღირებულება 8.424 დოლარს შეადგენდა.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ბიტკოინის ფასი გასულ თვესთან შედარებით 39%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ეთერიუმს: კრიპტოვალუტის კურსი 24 საათის განმავლობაში უმნიშვნელოდ შემცირდა. 29 ივლისს ეთერიუმის ღირებულება დაახლოებით 466 დოლარს შეადგენდა.

ეთერიუმის კურსი 460-სა და 470 დოლარს შორის მერყეობს. გასული კვირის მანძილზე, ეთერიუმის ფასმა 25 ივლისს მიაღწია უმაღლეს მაჩვენებელს, როდესაც კრიპტოვალუტის ღირებულებამ 483 დოლარი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ Coinmarketcap-ის მონაცემების თანახმად, 29 ივლისს კრიპტოვალუტების ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 297 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი