კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
1438

ბოლო ორი დღეა ციფრული ვალუტების ფასები გაუმჯობესდა.

ბიტკოინი

6 იანვარს ბიტკოინის ფასი პირველად ასცდა 4.000 დოლარის ნიშნულს. თუკი კრიპტოვალუტა ფასის ზრდას გააგრძელებს მოსალოდნელია, რომ კურსი 4.255 დოლარამდე გაიზარდოს. თუმცა ბიტკოინის სამიზნე ფასი 5.500 დოლარია.

თუმცა, თუ ბიტკოინის კურსი 4.255 დოლარამდე ვერ გაიზრდება ტრეიდერებმა 3.550 დოლარის ფარგლებში ვაჭრობა უნდა შეწყვიტონ. კრიპტოვალუტის ფასის კლების ტენდენცია კი მაშინ დაფიქსირდება, როდესაც ბიტკოინის კურსი 3.550 დოლარის ქვემოთ აღმოჩნდება.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მიუხედავად ფასის მატებისა, მიმდინარე მაჩვენებელი არ არის ბიტკოინის კურსის ზრდის ტენდენციის ნიშანი.

ეთერიუმი

ეთერიუმის კურსიც მომატებულია. ბოლო დროს ალტკოინის ფასი 140-დან 160 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ახლა მთავარია ეთერიუმმა 167 დოლარის ზღვარი დასძლიოს.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის ფასი 167 დოლარის ზღვარს მიაღწევს მოსალოდნელი დონე 225 დოლარია. ამ ფასს კი შესაძლოა, მოჰყვეს 249 დოლარი.

რა თქმა უნდა, ანალიტიკოსების ეს პროგნოზი არ გამართლდება, თუ ეთერიუმის კურსი დღევანდელ ნიშნულზე უფრო ქვემოთ ჩამოვა.

რიპლი

რიპლიმ დაკარგა კაპიტალიზაციით მეორე უდიდესი კრიპტოვალუტის პოზიცია. რაც შეეხება ფასს, ალტკოინის კურსი 0.30-დან 0.39 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ანალიტიკოსების თქმით, მოსალოდნელია, რომ რიპლის ფასი 0.52 დოლარამდე გაიზარდოს.

აქედან გამომდინარე, ექსპერტები ტრეიდერებს სთავაზობენ, რომ 0.40 დოლარზე დაიწყონ ვაჭრობა და 0.33 დოლარზე დაასრულონ.

ბიტკოინ Cash-ი

ბოლო ერთი კვირაა ბიტკოინ Cash-ის კურსი შემცირებას განიცდის. კრიპტოვალუტა ვერ გადასცდა 200 დოლარის ზღვარს. ამ ეტაპზე ალტკოინის ფასი 165-დან 174 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კრიპტოვალუტა ფასის ზრდას რამდენიმე დღეში დაიწყებს. ბიტკოინ Cash-ისთვის მთავარი სამიზნე ფასი 239 დოლარია. თუმაცა, თუ კრიპტოვალუტამ კლების ტენდენცია აჩვენა მოსალოდნელია, რომ კურსმა 141-სა და 100 დოლარს შორის იმოძრაოს.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ.

ლაიტკოინი

ამ ეტაპზე ლაიტკოინის ფასი 39 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ექსპერტები ალტკოინის ფასის მატებას 47 დოლარზე ელოდებიან. თუკი, კრიპტოვალუტა ამ ნიშნულს მიაღწევს შემდეგი სამიზნე ფასი 56 დოლარია.

ეს ცალსახად იქნება ლაიტკოინის ფასის ზრდის ტენდენციის ნიშანი. ანალიტიკოსები ხედვა არ გამართლდება, თუ ალტკოინის ფასი 27 დოლარამდე შემცირდება.

ექსპერტები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში ურჩევენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი