მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრომ Bithumb-ის საქმეზე გამოძიება უკვე დაიწყო

0
2260

სამხრეთ კორეის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრომ Bithumb-დან 30 000 000 დოლარის მოპარვის შესახებ გამოძიება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია საშუალებები ავრცელებენ.

Bithumb-ი, რომელიც სამხრეთ კორეაში წამყვანი კრიპტოვალუტის ბირჟაა, დროებით შეაჩერა ყველანაირი სახის მომსახურეობა.

Yonhap-ის ინფორმაციით, სამინისტრომ განაცხადა, რომ როგორც კი Bithumb-ის ჰაკერების მიერ თავდასხმის შესახებ შეიტყო, მაშინვე ქვეყნის ინტერნეტ-უსაფრთხოების სააგენტომ გამოძიება დაიწყო.

ამ ეტაპზე, სამინისტრო ფაქტის გაანალიზების პროცესშია და მაქსიმალურად თანამშრომლობს პოლიციასთან.

სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარსა და მარტს შორის 21 კრიპტოვალუტის ბირჟის უსაფრთხოების შემოწმება დაიწყო და დაადასტურა, რომ ბირჟების უმეტესობას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარვეზები აქვს.

ამ ხარვეზებში შედის არასაკმარისი ქსელური იზოლაცია, საეჭვო საქმიანობის მონიტორინგის სისტემების არარსებობა და არასწორი კრიპტოგრაფიული გასაღები, ასევე პაროლის უსაფრთხოების მენეჯმენტთან დაკავშრებული საკითხები.

შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის შედეგად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრომ 12 ბირჟაზე უსაფრთხოების სისტემის არარსებობა გამოავლინა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი