Mitsubishi UFJ Financial Group-ი ციფრულ ვალუტას 2020 წლის ბოლომდე გამოუშვებს

0
1175

იაპონიის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, Mitsubishi UFJ Financial Group-ი საკუთარი ციფრული ვალუტის გამოცემას 2020 წლის მეორე ნახევარში გეგმავს.

ციფრული ვალუტის პროექტი თავდაპირველად შეიქმნა Blockchin ქსელში გასაშვებად. პროექტის მიზანი ტრანზაქციის პროცესის გამარტივება იყო.

იაპონიის ბანკების ჰოლდინგი და საფინანსო მომსახურების კომპანია Mitsubishi UFJ Financial Group იგივე MUFG, სიდიდის მიხედვით მეხუთე ბანკია მსოფლიოში.

MUFG-ს ოფიციალური განცხადების თანახმად, ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტის, MUFG Coin-ის პრაქტიკული გამოყენება 2019 წლის მანძილზე მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Mitsubishi UFJ Financial Group-ი კრიპტოვალუტის ტესტირების პროცესში იყო.

უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გეგმების შემუშავება ბანკმა 2016 წლიდან დაიწყო.

ამჟამად მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მრავალჯერადი შეფერხების შემდეგ, ინიციატივა არაუგვიანეს 2020 ბოლოსთვის ამოქმედდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი